რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე სინგაპურის უნივერსიტეტის კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელება 6 ივნისს უნდა დასრულდეს.
მედიკოსის თქმით, ყველა ქვეყანაში ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი იკლებს.
გოფაძის განცხადებითვე, უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია მიდის დასასრულისკენ.
"ფაქტია, რომ უკანასკნელ ხანებში ისეთი ზრდა აღარ შეინიშნება, შემცირდა კოვიდინფიცრებული პაციენტების რაოდენობა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც საგრძნობლად მატულობს. ჩვენ, მზად ვართ 26 მაისსაც დავამთავროთ კორონავირუსი, პროგნოზებს წინ გავუსწროთ და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ"- აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი.
მისი თქმით, ასეთი პროგნოზები ძალიან კარგია.
"ვფიქრობ, ოპტიმისტური განცხადებაა და კარგია თუ 6 ივნისისთვის დავამთავრებთ კორონავირუსთან ბრძოლას. ფაქტია, რომ უკანასკნელ ხანებში ასეთი ზრდა აღარ შეინიშნება, შემცირდა კოვიდინფიცრეუბლი პაციენტების რაოდენობა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც საგრძნობლად მატულობს. ჩვენ მზად ვართ 26 მაისსაც დავამთავროთ კორონავირუსი, პროგნოზებს წინ გავუსწროთ და ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. ყველა ქვეყანამ დაიწყო დაღმასვლა, მართალია არ შეწყვეტილა ახალი შემთხვევების მატება, მაგრამ სიკვდილიანობის მაჩვენებელი და ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი იკლებს ყველა იმ ქვეყანაში რომელიც „ლიდერობდა“ ამ კოვიდინფექციაში ასე, რომ უნდა ვიფიქროთ, რომ ინფექცია მიდის დასასრულისკენ,“ - აღნიშნა ლევან გოფოძემ.
მასალის გამოყენების პირობები






