რუსეთში კოროანვირუსის გავრცელების რეკორდულად მაღალი მაჩვენებლი დაფიქსირდა უკანასკნელ 24 საათში- 10 102 ადამიანი დაინფიცირდა , რომლის ფონზეც დაავადებულთა საერთო რაოდენობამ 155 370-ს მიაღწია. საერთო ჯამში ქვეყანაშ 1451 ადამიანი დაიღუპა აღნიშნული ინფექციისგან. 19 865 კი გამოაჯანმრთელეს და სახლში გაწერეს.
გასულ კვირას, რუსეთმა საიზოლაციო პერიოდი 11 მაისამდე გაახანგრძილავა - „ ჯერ პიკი არ დამდგარა, ჩვენ პანდემიის ახალი ფაზის გადასვლის მომენტში ვიმყოფებით. მკვლელი ვირუსისგან საფრთხე ჯერ კიდევ რეალურია“- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში ძალზე მძიმე სიტუაციაა, რადგან კორონავირუსის ფართ გავრცელების გამო, რადგან არ ხდება მედიკოსთა უსაფრთხოების დაცვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება ვირუსისგან პრევენციისთვის. CNN-ის ინფორმაციით, რუსეთის 20 საავადმყოფოში კარანტინი გამოცხადდა კორონავირუსის ექიმებში ფართო გავრცელების გამო.
რუსეთის დამოუკიდებელი მედია და არასამთვრობო ორგანიზაციები აქტიურად წერენ იმ უამრავ ფაქტზე, რომ ექიმები „ფრონტის ხაზზე“ იბრძვიან და მათ ყოველგვარი ადექვატური უსაფრთხოების აღჭურვილობის გარეშე აიძულებენ მუშაობას.
მასალის გამოყენების პირობები






