ახალი შემთხვევა ბოლო 24 საათის განმავლობაში არ გვყოლია. იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამდენიმე კვირაში Covid ინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს, - ამის შესახებ
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ მათ კლინიკაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
რატიანმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, კლინიკა რამდენიმე კვირაში Covid ინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს.
„ამ ეტაპზე კლინიკაში მყოფი 79 პაციენტიდან კოვიდინფიცირებულია 61, მათ შორის რეანიმაციაში იმყოფება 5 პირი. მართვით სუნთქვაზე რჩება 2 პაციენტი, აქედან ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ყველა მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დღეს კლინიკიდან ეწერება 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი. პირველადი პასუხი მიღებული გვაქვს 10 პაციენტის. იმედია, რომ ყველა მათგანთან მოვა განმეორებითი უარყოფითი და დღის ბოლოსთვის კიდევ 10 პაციენტი დატოვებს კლინიკას. მინდა გითხრათ, რომ გვყავს 2 ორსული ქალბატონი და ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. ახალი შემთხვევა არ გვყოლია ბოლო 24 საათის განმავლობაში. იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამოდენიმე კვირაში Covid ინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს,“ - განაცხადა რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






