თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ კლინიკაში 54 კოვიდინფიცირებული მკურნალობს.
როგორც ჟურნალისტებს ეზუგბაიამ განუცხადა, ინფექციურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, შვიდს კი მძიმე პნევმონია აქვს.
„რაც შეეხება კრიტიკული პაციენტის მდგომარეობას, შეიძლება ვთქვათ, რომ კლინიკურად არის სტაბილიზაცია, მაგრამ გაფართოებული კვლევის დინამიკით მდგომარეობა გაუარესებულია. აქედან გამომდინარე, ჯერ იმის თქმა, რომ ამ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, ნაადრევია. ალბათ, ამას რამდენიმე დღის შემდეგ ვიტყვით. ჯერ კვლავ კრიტიკულია, მართვას და დასტაბილურებას არ ემორჩილება. დანარჩენი შვიდი მძიმე პაციენტია, მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილურობის შენარჩუნება უკვე გვეუბნება, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება და ალბათ, ისინი მძიმე ფორმებიდან საშუალო სიმძიმის ფონზე გადავლენ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






