რუსეთში, ვორონეჟის რეგიონში მდებარე ნოვოუსმანსკის საავადმყოფოში, რუსი ექიმი, ალექსანდრ შულეპოვი გადმოვარდა მაღალსართულიანი ფანჯრიდან იმ ჰოსპიტალში , სადაც იგი კოვიდ 19-ზე მკურნალობდა. წინასწარი ინფორმაციით, დაზარალებული ინტენსიური მკურნალობაში იმყოფება თავის ქალის ფუძის მოტეხილობით.
აპრილის ბოლოს ალექსანდრმ თავის კოლეგასთან ერთად ვიდეო ჩაწერა სადაც აღნიშნავდა- მიუხედავად იმისა, რომ იგი კორონავირუსით იყო დაავადებული, მას მაინც აიძულებდნენ , ემუშავა. მიმართვის დროს მისმა კოლეგამ, ალექსანდრ კოსიაკინმა განაცხადა, რომ მედიკოსებს არ უზრუნველყოფენ თავდაცვითი აღჭურვილობით და არ ახდენენ მათ შემოწმებას კოროანვირუსზე. დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე.
რამდენიმე ხნით ადრე, მსგავსი ინციდენტი მოხდა კრასნოიარსკში, რომლის შესახებაც რუსული მედია აქტიურად საუბრობდა. კრასნოიარსკის ვეტერინართა რეგიონალური საავადმყოფოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გადმოვარდა ფანჯრიდან სწორედ მაშინ, როდესაც იგი ინტერნეტით ესაუბრებოდა ჯანდაცვის რეგიონალურ მინისტრს, ბორის ნემიკს. მიმდინარე საუბრისას განიხილავდნენ კორონავირუსიანი პაციენტების მიღების საკითხს საავადმყოფოში.ექიმი წინააღმდეგი იყო პაციენტების მასობრივ მიღებაზე, რადგანაც უსაფრთხოების აღჭურვილობის დეფიციტს განიცდიდა მისი საავადმყოფო.
მასალის გამოყენების პირობები






