იგეგმება თუ არა რემდესივერით მკურნალობა - საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი აცხადებს, რომ როდესაც ქვეყანაში ამის აუცილებლობა იქნება და გაჩნდება საშუალება, პრეპარატს აუცილებლად გამოიყენებენ.
"რაც შეეხება რემდესივეროთერაპიას, როდესაც ქვეყანაში ამის აუცილებლობა და საშუალება გაჩნდება, აუცილებლად დავიწყებთ მის გამოყენებას, ოღონდ ეს არ იქნება პირადად ჩემი ან კლინიკის გადაწყვეტილება" - განაცხადა ლევან რატიანმა.
მისი თქმით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას მსოფლიო მედიცინის წამყვან რამდენიმე კლინიკასთან და რემდესივერის შესაძლო გამოყენებას მათთან შეთანხმებით დაიწყებს.
„თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ საუნივერსიტეტო კლინიკა ვართ და კონტაქტი გვაქვს მსოფლიო მედიცინის რამდენიმე წამყვან ცენტრთან და მათთან შეთანხმებითა და გადაწყვეტილებით მულტიდისციპლინურად დავნიშნავთ“ - განაცხადა ლევან რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






