რუსეთი ამერიკისთვის გაგზავნილი სამხედრო დახმარების სანაცვლოდ 660 000 $ -ის გადახდას ითხოვს. აღნიშნული თანხა მოიცავს გადასახადს იმ ათასეულობით აღჭურვილობის სანაცვლოდ, რომელიც გადაეცა ამერიკულ საავადმყოფოებს , ქიმიური შეტევისგან თავდასაცავი ნიღბებისა და საოჯახო საწმენდი ხელთათმანების ჩათვლით. ამის შესახებ ინფორმაციას ABCNEWS-ი ავრცელებს.
ოფიციალური მოსკოვის მიერ გამოგზავნილი ტვირთი აგრეთვე შეიცავდა 45 სასუნთქ ვენტილატორს, რომელიც მაშინვე არ იყო გამოყენებისთვის ვარგისიანი დენის ძაბვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
სტატიაში აღნიშნულია, რომ არ არის ცნობილი თუ რამდენად გამოსადეგი აღმოჩნდა ამერიკის საავადმყოფოებისთვის რუსეთიდან გამოგზავნილი სამედიცინო დახმარება. ფედერალური მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მარაგები მათ გადასცეს ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატის წარმომადგენლებს, რომლებმაც უმალვე არ გასცეს შეკითხვას პასუხი- აღნიშნული ტვირთით მოხდა თუ არა სამედიცინო მუშაკების უზრუნველყოფა, თუ აღჭურვილობა მარაგებში მოათავსეს და შეინახეს.
რუსეთიდან გამოგზავნილი სამედიცინო დახმარება მოიცავდა რესპირატორებს, ქირურგებისთვის აუცილებელ ხელთათმანებს, სამედიცინო სამოსსა და ანტისეპტიკურ პაკეტებსაც კი.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სამედიცინო დახმარება-შესაბამისი აღჭურვილობის უზრუნველყოფით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა.
„მან მე შემომთავაზა უამრავი სამედიცინო, მაღალი ხარისხის პროდუქცია და მე დავთანხმდი რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაგვერჩინა“.
შეგახსენებთ, რომ კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი რუსული სახელმწიფო მედია ამზადებდა საზოგადოებისთვის სიუჟეტებს, სადაც აღნიშნული იყო ნიუ-იორკელთა მადლიერება ჰუმანიტარული დახმარებისთვის. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ კრემლი ფარავდა ტვირთის ღირებულების ნახევარს, დანარჩენი ნაწილი კი შეერთბულ შტატებს უნდა გადაეხადა.

მასალის გამოყენების პირობები






