"სტაბილიზირება ვერ ხერხდება" - ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
COVID-19 - 10:47, 04 May, 2020     745

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი მოათავსეს მისი მდგომარეობა საშუალოზე მსუბუქია. ის ინფექციურში მოთავსებული სხვა პაციენტის კონტაქტია და

“გვაქვს 593 დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 223. დღეის მდგომარეობით, კოვიდცენტრებში 361 პაციენტი მკურნალობს. ჩვენთან შემოვიდა 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ისიც ჩვენთან მყოფი პაციენტის კონტაქტია. ამ ეტაპზე ჩვენ გვიწევს 55 დადასტურებული შემთხვევა და გუშინ დაგვემატა 2 გამოჯანრმრთელებული, ჩვენი ცენტრიდან უკვე 71 გამოჯანმრთელებული პაციენტია გაწერილი. ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალოზე მსუბუქია, ვნახოთ, დინამიკა როგორი გვექნება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ კრიტიკულ პაციენტს პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაცია ვერ ხერხდება.

“გვყავს კვლავ 1 კრიტიკული პაციენტი, რომელსაც აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე პნევმონია, არის ჟანგბადდამოკიდებული, მას აქვს ძალიან მძიმედ მიმდინარე თანარსებული დაავადებები, ეს არის შაქრიანი დიაბეტი და მძიმედ გამოვლენილი ჰიპერტონული დაავადება. არსებული მკურნალობის ფონზე ჯერჯერობით, მდგომაროების სტაბილიზირება ვერ ხერხდება და ვნახოთ, დინამიკაში რა სიტუაცია იქნება. 7 მძიმე პნევმონია გვრჩება, რომელთა მდგომარეობაც სტაბილურია, ამ ორი დღის განმავლობაში მათი დინამიკა გაუარესებისკენ არ არის, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42