ABC-სთან ინტერვიუში მაღალჩინოსანს კონკრეტული მტკიცებულებების შესახებ არ უსაუბრია. თქვა, რომ "არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულება იმისა, თუ საიდან დაიწყო ეს ვირუსი".
"ჩვენ ეს თავიდანვე ვთქვით, რომ არსებობდა ვირუსი უჰანიდან, ჩინეთიდან. მათ აქვთ მსოფლიოს ინფიცირების ისტორია და აქვთ არასტანდარტული ლაბორატორიები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩინური ლაბორატორიების გამო ვირუსი მსოფლიოში გავრცელდა", - აცხადებს ამერიკელი მაღალჩინოსანი.
რაც შეეხება აშშ-ის დაზვერვის ანგარიშს. პომპეომ აღნიშნა, რომ "არავითარი მიზეზი არ აქვს იფიქროს, რომ ცდებიან".
"ეს ყველაფერი კონტექსტში უნდა ჩასვათ. ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შანსი ჰქონდა, ყველა ეს უბედურება თავიდან აეცილებინა. აი რა მივიღეთ დღეს: მე და თქვან ამ თემაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვერ ვხვდებით ერთმანეთს პირისპირ. ეს უდიდესი კრიზისია, რაც მოგვიტანა ავტორიტარული რეჟიმის ქმედებამ. ეს რომ ამერიკაში ყოფილიყო, მეცნიერები ამას გარეთ გამოტანდნენ, იქნებოდა იდეების გაცვლა და სწრაფი იდენტიფიცირება. სანაცვლოდ, ჩინეთმა დამალა. [...] ვფიქრობ, მთელი მსოფლიო ერთიანია იმ აზრის ირგვლივ, რომ ჩინეთიდან მოდის ეს ვირუსი".
სახელმწიფო მდივანმა, ასევე, განაცხადა, რომ ჯერ კიდევ უცნობია, ვირუსი შემთხვევით გავრცელდა ლაბორატორიიდან თუ განზრახ.
მასალის გამოყენების პირობები






