დიმიტრი უგეი სანქტ-პეტერბურგში ერთ-ერთ ფესტივალზე იოგის ფილოსოფიაზე საუბრობდა. ახალი კანონი ისეთ მისიონერულ აქტივობებს კრძალავს, რომელიც ხელისუფლების მიერ არა-ტრადიციულ რელიგიად არის მიჩნეული. დიმიტრის ბრალად ედება „ფსევდო-ინდურ ორგანიზაციაში“ ახალგაზრდების გაწევრიანება.
44 წლის მამაკაცი აღნიშნავს, რომ პოლიციამ ის მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვა მას შემდეგ, რაც ცარიელ ფურცელზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. როგორც დაკავებული აღნიშნავს, მას არც ერთი სიტყვა არ გამოუყენებია რელიგიურ ორგანიზაციაზე და არც რელიგიური წიგნი უხსენებია.
ზემოაღნიშნულ კანონმდებლობას ბევრი კრიტიკოსი ყავს. მიუხედავად ამისა, რუსეთში აკრძალული მისიონერული საქმიანობის ბრალდებით არაერთი პირია დაჯარიმებული. მათ შორის კრიშნაიზმის, იმავე ვაიშნავიზმის მიმდევარიც. შეგახსენებთ, რომ კრიშნაიზმი დღეს გლობალურად გავრცელებული რელიგიაა და მას თითქმის ყველა ქვეყანაში ჰყავს მიმდევრები.
მასალის გამოყენების პირობები






