"მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას გაატაროს ინკლუზიაზე, თანასწორობასა და ინტეგრაციაზე დაფუძნებული პოლიტიკა" - ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
COVID-19 - 15:59, 03 May, 2020     528

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, მოსახლეობას, პოლიციასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას შორის მომხდარ დაპირისპირებასა და მომხდარზე მთავრობის რეაგირებას ეხმაურება.

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აკრიტიკებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს ამირან გამყრელიძეს მომხდართან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო.

"1 მაისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, მოსახლეობა პოლიციას და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაუპირისპირდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი კორონავირუსით დაინფიცირებული მოქალაქეების კლინიკაში გადაყვანას ეწინააღმდეგებოდნენ. 2 მაისს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მარნეულში იმყოფებოდა. ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრისას, მან მუშევანში მოხდარი ფაქტის შესახებ თქვა, რომ შესაძლოა პოლიტიკურ პროცესებს აქვს ადგილი, ხოლო მუსლიმი სასულიერო პირები დაპირისპირების მართვაში დაადანაშაულა: "ჩვენ მოგვცეს ინფორმაცია, თითქოს იმათი მოლა და მუფთი თამაშობს ცუდ როლს". ადგილობრივმა სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ ამ ინციდენტთან კავშირი არ აქვს და მისთვის გაუგებარია, რატომ დაადანაშაულეს.

მოგვიანებით, გამყრელიძემ განმარტა, რომ ის გულისხმობდა საჭიროებას, რელიგიური ლიდერები მეტად დაეხმარონ ეთნიკურ უმცირესობებთან საგანმანათლებლო და განმარტებით მუშაობაში: “ბოდიშის მოხდა არ მიჭირს არასდროს და შემიძლია მოვიხადო კიდეც, თუ ასეთი რამე წამომცდა იქ. თუ ეს ფრაზა ჩემ მიერ იქნა გამოყენებული, ბოდიშს ვიხდი ამისთვის“.

როგორც ცნობილია, 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა და შეიზღუდა მუნიციპალიტეტებში შესვლა-გამოსვლა. კარანტინის გამოცხადებისთანავე, გამძაფრდა სიძულვილის ენა და ქსენოფობია ქვემო ქართლის ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ. ადგილობრივები მძიმე სოციალური და ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ.

რაც შეეხება მუსლიმ სასულიერო პირებს, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მათ ახალი კორონავირუსის გავრცელებისთანავე გამოიჩინეს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მთელი საქართველოს მასშტაბით უარი თქვეს სამლოცველოებში შეკრებაზე, მოსახლეობას სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ, ხოლო სოციალურად დაუცველ ადამიანებს დახმარებას სთავაზობენ.

მუსლიმები საქართველოში სისტემურ დისკრიმინაციას განიცდიან. სახელმწიფო უხეშად ერევა რელიგიური გაერთიანების ავტონომაში და უფლებების დაცვის ნაცვლად, უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს. რამდენიმე კვირის წინ სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს ხელძღვანელი შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიბარა და მის მიმართ გამოძიება საბოტაჟის ბრალდებით დაიწყო, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მუსლიმების მიმართ.


მივმართავთ

საქართველოს ხელისუფლებას

  • გაატაროს ინკლუზიაზე, თანასწორობასა და ინტეგრაციაზე დაფუძნებული პოლიტიკა;
  • შეწყვიტოს მუსლიმების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკა და უსაფრთხოების ნაცვლად, ის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს დააფუძნოს;
  • უზრუნველყოს ეთნიკური უმცირესობების დროული და პროაქტიული ინფორმირება ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და უსაფრთხოების წესების შესახებ, განსაკუთრებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში.


ეპიდემიოლოგებს

  • მნიშვნელოვანია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ეპიდემიოლოგებმა, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი და ეთნიკურ/რელიგიურ ნიადაგზე შეუწყნარებლობის მაპროვოცირებელი განცხადებების გავრცელებისგან. მსგავსი რიტორიკა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სტიგმატიზაციას და საზოგადოებაში ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას უწყობს ხელს." - ნათქვამია განცხაებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42