სოციალური ქსელი მოიცვა ინფორმაციამ, რომ უსაკარო ადამიანები კორონავირუსის მიმართ იმუნურები არიან და რომ უსახლკაროდ დარჩენილი ხალხის თავშესაფრები ლოს ანჯელესში კორონავირუსს უმკლავდებიან.
კორონავირუსთან დაკავშირებით ბევრი საუბრობს იმუნიტეტზე, იმაზე თუ მისი არსებობის შემთხვევაში რამდენ ხანს დაიცავს ის ჩვენს ორგანიზმს.
არსებობენ ბუნებრივად იმუნური ადამიანები, რომლებსაც ახალი კორონავირუსი საერთოდ არ ემართებათ? სოციალური ქსელში გავრცელდა მოსაზრება, რომ "უსახლკარო ადამიანების მთელი რიგი კალიფორნიაში არ იცავს რეკომენდაციებს, არ იბანს ხელებს, ზოგადად არ იცავენ სისუფთავის წესებს, არ აქვთ სამედიცინო დახმარება, თუმცა მკვდარი ძაღლებივით მიყრილები არ არიან."

ამ ფაქტობრივ მონაცემებს დაემატა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ უსახლკაროები სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე წვანან დახაზულ „თავშესაფრებში“ და შეიქმნა მითი, რომ უსახლკარო ადამიანები ვირუსის მიმართ იმუნურები არიან.
პირიქით, უსახლკაროები მეტად მგრძნობიარენი არიან ვირუსის მიმართ.
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაკეთებული კვლევით დგინდება, რომ სიეტლის, ბოსტონის, სან ფრანცისკოს და ატლანტის თავშესაფარში მყოფი 1 192 მოსახლიდან 25%-ს დადებითი შედეგი ჰქონდათ. იქ მომუშავე 313 ადამიანიდან კი 11%-ს.
გარდა ზემოაღნიშნული სტატისტიკისა, რომელიც გავრცელებულ მითს უარყოფს, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბუნებრივი იმუნიტეტის შესახებ დადასტურებული ფაქტი არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები






