მარნეულის სასწრაფო დახმარების ცხრა თანამშრომლის კორონავირუსით დაინფიცირების გამო, პერსონალი სრულად შეიცვალა
COVID-19 - 18:49, 02 May, 2020     860

მარნეულში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები სხვა რეგიონებიდან ჩაყვანილი თანამშრომლებით შეიცვალნენ.


საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ განაცხადა, რომ მარნეულის სასწრაფო დახმარების ცხრა თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების გამო, სხვადასხვა რეგიონიდან მარნეულში სულ ექვსი ჯგუფი ჩავიდა.


„როგორც თქვენთვის ცნობილია, მარნეულის სასწრაფო დახმარების ცხრა თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსით ინფიცირება. შესაბამისად, მიღებული იყო ეპიდემიოლოგიური კუთხით ის ადეკვატური ზომები, რაც გულისხმობს კონტაქტების გამოვლენას და რისკჯგუფების აღმოჩენას. ამ ადამიანების გადაყვანა მიმდინარეობს საკარანტინე დაწესებულებებში იზოლირებულ პირობებში. ვინაიდან საჭირო არის, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტს შეუნარჩუნდეს უწყვეტი გადაუდებელი დახმარების სერვისი, ამ მიზნით ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან სასწრაფო გადაუდებელი დახმარების პერსონალი ჩამოვიყვანეთ. ისინი სრულად ჩაანაცვლებენ იმ პერსონალს, რომელიც მარნეულში ახორციელებდა ამ სერვისის მიწოდებას.

შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში სასწრაფო გადაუდებელი სერვისის მიწოდება გრძელდება უწყვეტ რეჟიმში“, – განაცხადა ამირან გოგიტიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42