საფრანგეთში კორონავირუსთან საბრძოლველად ახალ ინოვაციურ ინიციატივას ცდიან- ძაღლებს კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა მოსაძებნად გამოიყენებენ. ოთხფეხა ცხოველებს ქალაქ აიაჩოში წვრთნიან უკვე გასული კვირის პარასკევიდან. ძაღლების ფუნქციას წარმოადგენს ის , რომ მათ შეძლონ დავირუსებული ადამიანის ოფლის სუნით აღმოჩენა- აღნიშნულ ექსპერიმენტში 8 სახეობის სხვადასხვა ძაღლი მონაწილეობს მეხანძრეებთან და ვეტერინარებთან ერთად.
აღნიშნული კვლევა ეროვნული ვეტერინარული სკოლის პროფესორის, დომინიკ გრონჯონის მიერ არის ინიცირებული. მისი თქმით, ამ ექსპერმინეტის თანახმად ძაღლებს უნდა განუვითარდეს სპეციალური ყნოსვითი უნარები, რათა მათ შეძლონ კორონავირუსიანი პაციენტების გამომჟღავნება, რომლებიც დაავადების განმავლობაში სპეციფიურ სუნს გამოყოფენ. მაგალითისთვის კინოლოგები კოვიდ 19-ით დაავადებულთა ოფლით გაჟღენთილ სპეციალურ კომპრესებს იყენებენ, რის შემდეგაც ძაღლებს დასნებოვნებულთა საძებრად აგზავნიან.
მასალის გამოყენების პირობები






