საფრანგეთი კორონავირუსით დაწესებულ საკარანტინო იზოლაციას 24 ივლისამდე გაახანგრძლივებს- ამის შესახებ ფრანგულ მედიას განუცხადა ქვეყნის ჯანმრთელობის მინისტრმა ოლივიე ვერანმა.
ოფიციალური დადასტურება იგეგმება აღნიშნული შეთავაზებისა ორშაბათს. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთმა 24 მარტს გამოაცხადა ორთვიანი კარანტინი, რათა კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები შეემცირებინათ.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 167 346 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 24 594 ფატალური აღმოჩნდა. 50 000-ზე მეტი ადამიანი გამოაჯანმრთელეს და უმრალვესი მათგანი სახლში გაწერეს. 92 540 პაციენტი ამ დრომდე რჩება საავადმყოფოებში, სადაც ინტენსიური მკურნალობის კურსს გადიან. 4000-მდე ადამიანის მდგომარეობა ჯერ კიდევ კრიტიკულია, რომელთა უმრავლესი მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთბული.
მასალის გამოყენების პირობები






