მიჩიგანში საკარანტინო შეზღუდვების მოწინააღმდეგე შეიარაღებული მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ (ვიდეო)
მსოფლიო - 12:49, 02 May, 2020     1246

ასობით მომიტინგე, მათ შორის რამდენიმე ცეცხლსასროლი შაშხანებით შეიარაღებული, მიჩიგანის შტატის მთავარ საკანონმდებლო ყრილობის შენობაში შეიკრიბა მაშინ როდესაც კანონმდებლები განიხილავდნენ კორონავირუსის ფონზე დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლისა და შტატის გუბერნატორის, გრეტჩენ უიტმერის მოთხოვნას საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

ძალზე მჭიდროდ განლაგებული ხალხი, რომელთა შორისაც შეიარაღებული ამერიკელი მოქალაქეებიც იყვნენ, ცდილობდნენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას, თუმცა უწყების შესასვლელთან მდგარმა პოლიციელებმა და კაპიტოლიუმის მომსახურე პერსონალმა შეაჩერა ისინი. „შეგვიშვით, შეგვიშვით“ - ყვიროდნენ პროტესტის მონაწილეები. აგრეთვე ისმოდა ადგილობრივი ხელისუფლების საწინააღმდეგო შეძახილებიც- შტატის გუბერნატორი ჰიტლერს შეადარეს.

კაპიტოლიუმის შენობაში შესვლამდე პოლიციამ დემონსტრანტებს ტემპერატურა გაუზომა, რომლის შემდეგაც მათ მისცეს ნებართვა საკანონმდებლო ორგანოს ფოიეში შესულიყვნენ. მომიტინგეების უმთავრეს მოთხოვნას წარმოადგენს ჩვეულ რეჟიმში აღდგეს ცხოვრება და განახლდეს ეკონომიკური აქტივობა. აღნიშნულ დემონსტრაციებს მხარი დაუჭირა დონალდ ტრამპმაც, რომელმაც ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა- „გაათავისუფლეთ მიჩიგანი“.

GUARDIAN-ის ინფორმაციით, მიჩიგანში კორონავირუსს 3789 ადამიანი ემსხვერპლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42