კომპანია RECKIT BENCKISER-ის ხელმძღვანელი, რომელიც აგრეთვე მფლობს DUREX-ის პრეზერვატივების ქსელს, აცხადებს, რომ ადამიანებს სექსი უფრო იშვიათად აქვთ, რაც კორონავირუსის კრიზისის გამო არის გამოწვეული.
ლაქსმან ნარასიმანმა განაცხადა, რომ პრეზერვატივებით ვაჭრობამ სხვადასხვა ქვეყნების ბაზარზე, მათ შორის ბრიტანეთშიც საგრძნობლად იკლო, რადგან მკაცრმა იზოლაციურმა ღონისძიებებმა შეზღუდა სექსუალური ღონისძიებების შესაძლებლობები. მისი თქმით, ის წყვილები, რომლებიც კარანტინის ამ პერიოდს ერთად ატარებენ, ნაკლებად ინტიმურები გახდნენ ვიდრე ეს ჩვეულებრივ იყო ხოლმე.
„ინტიმური შემთხვევები იკლებს და ეს არის აღელვებისა და შფოთვის გამოვლინება, გამომჟღავნება“.
პრეზერვატივების მთავარი მწარმოებლის ხელმძღვანლის განცხადებით, ნაკლებად ინტიმურები განსაკუთრებით იტალიელები და ბრიტანელები გახდნენ, მიუხედავად ამისა საპირისპირო რეალობაა ჩინეთში, სადაც კარანტინის მოხსნის პარალელურად განსხვავებული სიტუაციაა ზემოხსენებული პრობლემის კუთხით.
მასალის გამოყენების პირობები






