„კორონავირუსთან დაკავშირებით რისკ-ფაქტორებია ჭარბი წონა, ქრონიკული დაავადებები, ასაკი. რისკ-ფაქტორები რაც იყო, ის რჩება, დანარჩენი ვნახოთ. დაავადებული ადამიანის კვება უნდა იყოს მსუბუქი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა მაკა სოლოღაშვილმა კი მედიას უთხრა, რომ კვების მიმართულებით კოვიდის წინააღმდეგ, მტკიცებულებებზე დაყრდნობით რაიმე განსაკუთრებული კვების რაციონი არ აქვთ.
მისივე თქმით, პაციენტების კვების რაციონი არის დიეტური და გათვალისწინებულია თანმხლები დაავადებები.
„ჩვენთან რეანიმაციაში მკურნალობს ერთი პაციენტი, რომელიც ფასდება როგორც მძიმე, მას არ აქვს არც ჭარბი წონა, არც დატვირთული ანამნეზი, ასაკითაც ახალგაზრდაა, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა. ის თავს გრძნობს მდგომარეობის შესაბამისად, თუმცა დამატებითი ჩივილი არ გამოვლენილა. საკვების დანიშვნის დროს, როცა ინიშნება, აუცილებლად არის გათვალისწინებული თანმხლები ქრონიკული დაავადებები. ზოგადად, დიეტური კვება არის აუცილებელი“, - განაცხადა სოლოღაშვილმა.
ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით საქართველოში 566 პირია ინფოცირებული.
მასალის გამოყენების პირობები






