ბრიტანეთიდან შემაშფოთებელი ინფორმაცია ვრცელდება კორონავირუსთან დაკავშირებით. გამოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტების მესამედი, რომელთა ჰოსპიტალიზება ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით აუციელბელი გახდა, დაავადებისგან გარდაიცვალა.
ედინბურგის, ლივერპულისა და ლონდონის იმპერიული კოლეჯის მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ 16 749 პაციენტიდან, რომლებიც 166 საავადმყოფოში მოათავსეს 6 თებერვლიდან 18 აპრილის ჩათვლით, 49 % განკურნეს და გამოწერეს ჰოსპიტალებიდან, 33 % გარდაიცვალა, ხოლო 17 %-ს კი აქტიურად უტარდება გამოსაჯანმრთელებლად აუცილებელი თერაპიები.
კვლევის თანახმად აგრეთვე ნათელი ხდება, რომ იმ პაციენტთა 53% რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიაერთეს, კოვიდ 19-ისგან გარდაიცვალა, მხოლოდ 20 % გადარჩა, 27 % კი საავადმყოფოში აგრძელებს მკურნალობას.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსისგან 165 221 ადამიანი დაინფიცირდა , რომელთაგან 26 097 პაციენტი გარდაიცვალა. 138 780 ადამიანი ამ დრომდე იმყოფება საავადმყოფოებში, რომლებიც აქტიურ მკურნალობას ამ დრომდე გადიან.
მასალის გამოყენების პირობები






