რუსეთის სასწრაფო დახმარების ექიმები და პარამედიკები სხვადასხვა ქალაქებიდან უყვებიან გერმანულ გავლენიან მედიას, DEUTSCHE WELLE-ს თუ რა პირობებში უწევთ მათ კოვიდ 19-თან გამკლავება და პრაქტიკაში როგორ ხორციელდება რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ბრძანებები.
გერმანული გამოცემა წერს რომ რუსეთში ძირითადი ფრონტი კორონავირუსისა ამჟამად ქალაქ მოსკოვშია. დედაქალაქში 50 000-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. დაავადებულთა რიცხვი აგრეთვე ყოველდღიურად მასშტაბურად იზრდება რეგიონების დიდ ქალაქებში. გერმანულ მედიასთან საუბარში სამედიცინო მუშაკები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ძალზე ბევრ რუსულ ქალაქში ამ დრომდე დეფიციტია კორონავირუსისგან თავდასაცავი საშუალებებისა ექიმებისთვის. ინტერვიუში მონაწილე პირთა სახელები შენიღბული და შეცვლილია, რადგან უმრავლეს მათგანს სამსახურის დაკარგვის ეშინია.
„ მედიკოსთათვის უსაფრთხოების საშუალებები, რა თქმა უნდა საკმარისი არ არის. ძალზე ხშირად, როდესაც მივდივართ პაციენტთან, გვიკეთია მხოლოდ ნიღბები , ხელთათმანები და სათვალეები. სპეცაღჭურვილობაზე წვდომა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დაშვებული, როდესაც კორონავირუსით დადასტურებულ პაციენტთან მივდივართ“ - განაცხადა სასწრაფო დახმარების ერთ-ერთმა ექიმმა.
ექიმების თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა არის კორონავირუსზე ექიმებისთვის ტესტირების ძალზე იშვიათად, ან საერთოდ არ ჩატარება. „ყველა პოტენციური საფრთხის მატარებელ მედიკოს უნდა უტარდებოდეს ხშირი გამოკვლევა, თუმცა ეს ან საერთოდ არ ხდება, ან უბრალოდ თვეში ერთხელ გვამოწმებენ. ეს იტალიური სცენარია, როდესაც ექიმები ხდებიან ინფექციის გავრცელების მთავარი წყარო.
ანონიმური სახელის მატარებელი იგორი, ექიმ-რეტგენოლოგი აცხადებს: „მე კომპიუტერულ ტომოგრაფიას ორ საავადმყოფოში ვატარებ, სადაც პაციენტების სკანირება მიმდინარეობს კორონავირუსზე. ერთ დღეს მახსოვს დილით 10 პაციენტი გვყავდა, საღამოს კი მათი რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. ექიმებიც ავადდებიან. არის ისეთი კლინიკები, სადაც ექიმებს, რომლებიც გადაბმულად და შეუსვენებლად მუშაობენ, პამპერსები უკეთიათ, რადგან ტუალეტში გასვლის დრო ფიზიკურად არ რჩებათ.
გერმანულ მედიას ესაუბრა აგრეთვე ქალაქი ვლადიმირის სასწრაფო დახმარების ექიმი, ანონიმური სახელით ოლგა. „ ძალიან ვწუხვარ ჩვენი ქალაქის პაციენტების გამო, რადგან უმრავლეს მათგანს არ გააჩნია წვდომა პირბადეებზე. მთავრობის ადგილობრივი წარმომადგენლობა ცდილობს გვითხრას, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ეს ფრაზა რეალობისგან შორსაა.
იმისათვის, რათა მოქალაქემ კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტაროს, უნდა შეაწუხოს ყველა მეგობარი, რომელიც ქალაქის მმართველ ორგანოებთან არის დაკავშირებული. კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე საერთოდ არც კი ვსაუბრობ- კლინიკებში უბრალოდ არ ხორციელდება ზემოხსენებული პროცედურა. ადამიანებს არ მკურნალობენ- მათ უმრავლესობას სახლში აგზავნიან, რამდენიმე დღეში კი ჩვენს ბრიგადებს მოჰყავთ ზემოხსენებული პაციენტები უკვე დამძიმებულ მდგომარეობაში.
მასალის გამოყენების პირობები






