მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ქვეყანაში იმ ინფიცირებულთა რაოდენობა, რომელთა შესახებაც ცნობილი არ არის, ძალიან დაბალია.
„ყველა ქვეყანაში, რეალური რიცხვი ინფიცირებულების აუცილებლად იმაზე მეტია, ვიდრე ეს ოფიციალურად არის დარეგისტრირებული. ყველა ადამიანი არც ერთ ქვეყანაში არ არის გამოკვლეული, ამიტომ ინფიცირებულების რიცხვი სავარაუდოდ, ოფიციალურ მონაცემებს აჭარბებს. მაგრამ, მინდა გავაფრთხილო ისინი, ვინც ცდილობს, რომ ეს ნეგატიური პროპაგანდისთვის გამოიყენონ, გარკვეული კვლევები, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუდმივად აწარმოებს, ადასტურებს, რომ ასეთი ინფიცირებულთა რიცხვი, ვინც ჩვენ არ ვიცით, არის ძალიან ცოტა. თუ ჩვენ ვიცით, რომ გვყავს 500-ზე მეტი, შეიძლება ამას დაემატოს რაღაც რაოდენობა თუ ყველას გამოვიკვლევთ, მაგრამ არა ბევრი. ზოგიერთი ამას პირდაპირ არასწორი სპეკულაციისთვის იყენებს, რომ ჩვენთან გარდაცვლილთან რიცხვი იმიტომ არის გასაკვირად მცირე, (6 გარდაცვლილი ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია მილიონ მოსახლეზე). ზოგ ჩასაფრებულ ადამიანს პირდაპირ გეტყვით, გულს ტკენს და არ უხარია, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა გახდა წარმატებული ამ კოვიდის მართვაში. უმრავლესობას შეიძლება უხარია კიდეც, მაგრამ უკვირს. ის რომ შესაძლოა, დაინფიცირებული პაციენტების სტატისტიკა შეიცვალოს, დავუშვათ რაც დაფიქსირებული ერთი იმდენი კიდევ არის და არ ვიცით, მერე რა? ეს კიდევ უფრო შეამცირებს გარდაცვლილთა პროცენტს. თუ ჩვენ 500-ის ნაცვლად გვეყოლება 1000 ინფიცირებული, გარდაცვალების პროცენტი კიდევ უფრო დაქვეითდება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






