ქართველმა მედიკოსებმა კორონავირუსის სამკურნალოდ გამოჯანმრთელებული პაციენტების პლაზმის შეგროვება უკვე დაიწყეს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ახლა კი შესაფერისი პაციენტი უნდა გამოჩნდეს.
მისი თქმით, პლაზმით მკურნალობისთვის უნდა იყოს მძიმე პაციენტი, სადაც სხვა მედიკამენტებმა ეფექტი არ მისცა. ამასთან უნდა დაემთხვას სისხლის ჯგუფი და სხვადასხვა პარამეტრები.
"საქართველოში სულ არის 160 გამოჯანმრთელებული. ამ 160 ადამიანიდან ყველა სისხლის დონორად არ გამოდგება. უნდა გაისინჯოს ყველა დონორის სისხლის და ვისაც გამოუმუშავდა ძლიერი იმუნიტეტი და ვისაც სისხლში აქვს დამცავი ანტისხეულების დიდი კონცენტრაცია, მხოლოდ მათი პლაზმა გამოდგება სამკურნალოდ. ასეთი, ჩვენი წინასწარი მონაცემიდან, 20-დან ერთია. პოტენციურად, რვა დონორი შეიძლება გვყავდეს. ამიტომ ამ მეთოდს ცალკეულ შემთხვევებში გამოვიყენებთ", - აცხადებს მედიკოსი.
მასალის გამოყენების პირობები






