ამერიკის შეერთბული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩინეთის მთავრობას უხანის ლაბორატორიის გახსნისკენ მოუწოდებს. მაიკ პომპეოს განცხადებით, აუცილებელია, ყველა დეტალი გაირკვეს, რადგან ჩინეთიდან ვირუსის გავრცელების საფრთხეები კვლავაც არსებობს. თეთრი სახლის წარმომადგენელმა სიტყვით გამოსვლისას ჩინეთთან პარტნიორობაზეც გააკეთა კომენტარი, რა დროსაც მან აღნიშნა რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მხოლოდ სანდოობასა და გამჭვირვალობაზე უნდა იყოს დამყარებული.
„ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში აცხადებენ, რომ ჩვენთან პარტნიორობა სურთ, თუმცა უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში ამ დრომდე არ გვიშვებენ. ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა ჩინეთიდან ვირუსის გავრცელება ხდება.ჩვენ მხოლოდ სანდო სიმართლეზე დამყარებული პარტნიორობა გვაინტერესებს“ - აღნიშნა მაიკ პომპეომ.
ჩინეთის მთავრობის ქმედებებს გამოეხმაურა აგრეთვე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც განაცხადა, რომ ოფიციალური პეკინი ყველაფერს გააკეთებს, რათა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში იგი დამარცხდეს.
მასალის გამოყენების პირობები






