ახალი ალგორითმის მიხედვით კორონავირუსზე ტესტირება ფართოვდება და გაფართოებული ტესტირებაში თავშესაფრები და სატრანზიტო მანქანების მძღოლები ჩაერთვებიან.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალი ალგორითმი ორ დღეში იქნება გაფართოებული და უკვე შაბათ-კვირიდან ამ ალგორითმით იმოქმედებენ.
"ამ ეტაპზე ჩვენ შევთანხმდით, რომ ალგორითმის გაფართოებას დაექვემდებარებიან ის თავშესაფრები, რომლებიც იყო ჩამოთვლილი და ასევე სატრანზიტო ავტომობილების მძღოლები, ვინაიდან ისინი წარმოადგენენ საკმაოდ მაღალი რისკის ჯგუფს. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე იმ ინიციატივაზე, რომელიც სამინისტროში არის შემოსული სამედიცინო საზოგადოებიდან. თუ იქნება შესაძლებელი , რომ ყველა კლინიკაში მოხდეს პაციენტების მიღებისას მათი კვლევა, ამ ინიციატივას ჩვენ კვლავ მოვუბრუნდებით და განვიხილავთ. ამ ეტაპისთვის ვფიქრობთ, რომ შესაძლებელი იქნება არა ანტიგენით, არამედ ანტისხეულით პაციენტების ტესტირება და ჩვენ კიდევ დამატებით ვიმსჯელებთ ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ტიკარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






