ქვემო ქართლში კორონავირუის სულ 157 დადასტურებული შემთხვევაა.
რაც შეეხება თეთრიწყაროს აქ კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქალაქში სულ 38 ადამიანია დაინფიცირებული.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, რაც დადასტურებულია ერთიანად, ყველა ცნობილი კლასტერია, 200-ზე მეტი კონტაქტია დაფიქსირებული, მათგან 100-ზე მეტია პირველადი, მჭიდრო კომუნიკაციის.
"ჩვენ ყველა უწყებასთან შეთანხმებული ვართ, რომ დღეს დავიწყოთ ამ ხალხის მკაცრ კარანტინში გადაყვანა. შეგახსენებთ, რომ 40-ზე მეტი ადამიანია მკაცრ კარანტინში, დანარჩენები დარჩებიან თვითიზოლაციაში. ასევე, ბოლნისში, დაახლოებით, 30 საკვლევი მასალიდან 2 ახალი ფაქტი დადასტურდა და ესეც ცნობილი კლასტერია - სავანეთის კლასტერი და აქაც კონტაქტები ცნობილია. ჯამურად, ქვემო ქართლში 157 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება, რუსთავში და მარნეულში დაავადების განვრცობა არ ყოფილა“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






