ბოლნისის კლასტერი გაიზარდა - სასწრაფოს 5 ექიმს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ისინი 20-ექიმთან ერთად თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინს გადიოდნენ.
5 მედიკოსს COVID 19 გუშინ დაუდასტურდა, რაც შეეხება დანარჩენ ექიმებს მათ სასტუმროს დატოვების უფლებას არ აძლევენ და აცხადებენ, რომ მედიკოსები დაინფიცირება შიდა გავრცელებით მოხდა.
ერთ-ერთი მედიკოსის თქმით, 5 პირიდან, რომელსაც ბოლოს დაუდგინა კორონავირუსი, ერთ-ერთი მამაკაცი შემოიყვანეს ყველაზე გვიან. მამაკაცი ბოლნისის გარდა თბილისის სხვადასხვა დაწესებულებაშიც მუშაობდა და ექიმი არ გამორიცხავს, რომ მისი ინფიცირება ბოლნისის კლასტერს არ უკავშირდებოდეს.
ექიმები ბოლოს თბილისში, ავლაბარში მდებარე ერთ-ერთი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ. ვირუსის დადასტურების გამო, ამავე სასტუმროში მყოფ სხვა პირებს კარანტინის ვადა გაუგრძელეს.
მასალის გამოყენების პირობები






