რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებითე აცხადებს, რომ მათ კლინიკაში ამჟამად 47 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. მისი თქმით, სამედიცინო დაწესებულებაში მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი აღარ იმყოფება.
ამასთანავე, ლევან გოფოძის თქმით, გუშინ კლინიკიდან 3 პაციენტი გაეწერა, დღეს კი კიდევ ერთი პაციენტის განმეორებითი ანალიზის პასუხს ელიან.
„პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის და დამაკმაყოფილებელია ძირითადად, არ გვყავს მართვით სუნთქვაზე არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, თუმცა არის სერიოზული პნევმონიით მიმდინარე პროცესების მქონე რამდენიმე პაციენტი და მათ განსაკუთრებული ინტენსიური თერაპია სჭირდებათ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გუშინ გაეწერა სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი. დღეს ველოდებით ერთი პაციენტის დადასტურებას, 4 საათზე გვექნება განმეორებითი ტესტირების პასუხები და ისიც დატოვებს კლინიკას თუ უარყოფითი მოვა პასუხი,"- განაცხადა ლევან გოფოძემ.
მასალის გამოყენების პირობები






