ამასთან, გადაადგილების შეზღუდვის გამო პრობლემები შეინიშნება რამდენიმე სოფელში, რადგან მოქალაქეები პროდუქტების მომარაგებას ვერ ახერხებენ.
„ჩვენთან ზოგი პანიკაშია, ზოგი მშვიდად შეხვდა ამ სიტუაციას. მე პირადად აქ გამოვექეცი ვირუსს თბილისიდან და ჩავრჩი. ვერ გავდივარ თერთრიწყაროდან. რაც მთავარია, მომარაგება არის მაღაზიებში, საკვები პროდუქტი არის, ასევე არის მედიკამენტები აფთიაქებში და ამ მხრივ პრობლემა არ შეინიშნება. თუმცა, პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ძალიან ბევრს უბრალოდ ფული არ აქვს, რომ შეიძინოს ესა თუ ის პროდუქტი, მედიკამენტი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით დახმარებაც არ ჩანს. ასევე რამდენიმემ განაცხადა, რომ თეთრიწყაროსთან მდებარე სოფლებში, მაგალითად სოფელ ჭივჭავში, ისეთი ვითარებაა, რომ საკვების შემოსატანად ვერ გადიან და ისეც ხდება, რომ ზოგჯერ სოფელში პურიც არ აქვთ“, - განაცხადა ელენე პაიჭაძემ "ფორმულასთან".
რაც შეეხება მედიკოსის ინფიცირების შემთხვევას, პაიჭაძის თქმით, ფიქრობდნენ, რომ იგი უბრალოდ გაციებული იყო, ამიტომ ტესტირება დაგვიანებით ჩატარდა.
„ბევრი ამბობს, რომ არ აქცევდნენ ყურადღებას, რადგან ეგონათ ალბათ უბრალო გაციება. ბევრი ამბობს, რომ ამ ექთანს არ ჰქონდა ბოლნისთან ურთიერთობა და აქედან გამომდინარე, მათ ვერ იფიქრეს, რომ შეიძლება ყოფილიყო კორონავირუსი. რაც შეეხება ურთიერთობებს, ამბობენ, რომ ჰქონდა ურთიერთობა ორსულთანაც, ბავშვებთანაც, მაგრამ არ იცოდე რომ ინფიცირებული იყო“, - განაცხადა პაიჭაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






