პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, შეინიშნება პოზიტიური დინამიკა, რაც პერსონალის განწყობაზეც აისახება.
„რამდენიმე დღეა ჩვენი კლინიკა მეტ-ნაკლებად დაწყნარდა. დაწყნარდა იმიტომ, რომ ნაკადებით შემოდინება შემცირდა და არსებული პაციენტები, რომლებიც ჩვენ კლინიკაში მკურნალობენ დასტაბილურდნენ. მინდა გითხრათ, რომ ყველა პაციენტი, რომელიც ამ ეტაპზე რეანიმაციაში წევს, მეტ-ნაკლებად ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებული გვაქვს და აქედან გამომდინარე, ეს ძალიან გვახარებს. ასევე ძალიან გვახარებს, რომ გავწერეთ დაახლოებით 4 ათეული პაციენტი. ველოდებით 11 ტესტს. პირველ შემთხვევაში გვაქვს მიღებული უარყოფითი და დღის ბოლოსთვის განმეორებით ტესტირებას ველოდებით და იმედია, რომ ხვალ დილისთვის ჩვენ კლინიკას 11 პაციენტი დატოვებს“, - განაცხადა რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






