სინგაპურელი მეცნიერების ვარაუდით, კორონავირუსის ეპიდემიური ტალღა საქართველოში 28 ივლისს დასრულდება. ამის შესახებ განცხადება მასშტაბური დაკვირვებებისა და ყველა ქვეყანაში არსებული მონაცემებების შესწავლის შემდეგ გაავრცელეს. სპეციალურ ვებ-გვერდზე განხილულია ცალ-ცალკკე ყველა ქვეყანაში ვირუსის გავრცელებისა და დასრულების შესაძლო სცენარები.
კვლევის თნახმად საქართველოში კორონავირუსის პანდემია 97 %-იანი ალბათობით, 6 ივნისისთვის დასრულდება, მიახლოებით 100 პროცენტიანი პროგნოზით კი 28 ივნისს. მსოფლიოს მასშტაბით პანდემიის დასრულების თარიღად, ზემოხსენებული ვებ-გვერდისა და მეცნიერების შეფასებით, 28 ნოემბერია დასახელებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 511-ია, რომელთაგან 6 ადამიანი გარდაიცვალა, 156 პაციენტმა კი დაავადება უკვე დაამარცხა. 6 პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია, 349 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას გადიან საავადმყოფოებში.
მასალის გამოყენების პირობები






