პრაღის მერი, ჟდნეკ ჰრჟიბი პოლიციელთა 24 საათიანი მეთვალყურეობისა და დაცვის ქვეშ იმყოფება. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქის ხელმძღვანელის მოწამვლას რუსული სპეცსამსახურები გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს GUARDIAN-ი.
აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ჰრიბიც, რომელმაც ორშაბათს ჩეხურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა მისი დაცვის გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღეს, რაც მოიპოვეს ინფორმაცია, რომ ჩეხი პოლიტიკოსის ნეიტრალიზება იგეგმებოდა.
ჩეხური მედია საშუალებების ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალური აგენტები პრაღის მერის მოწამვლას ნივთიერება რიცინით გეგმავდნენ. დიდი ალბათობით, აღნიშნული სპეცოპერაცია განპირობებულია ჰრჟიბის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც პრაღის მოედანს, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საელჩოა განლაგებული, პუტინის მოწინააღმდეგე მოკლული პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის სახელი დაერქვა.
ბრიტანული მედია ჩეხებზე დაყრდნობით ციტირებს,რომ პრაღაში სამი კვირის წინ დიპლომატიური პასპორტების მფლობელი პირი ჩამოვიდა, რომელსაც ჩემოდანში მომწალავი ნივთიერება რიცინი აღმოაჩნდათ.
მასალის გამოყენების პირობები






