რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსი უკვე ოთხმა პაციენტმა დაამარცხა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თეა თავართქილაძემ განაცხადა, რომ მათ კლინიკაში კორონავირუსი სულ ოთხმა პაციენტმა დაამარცხა.
მისი განმარტებით გამოჯანმრთელებულთაგან ერთ-ერთის ონკოჰემატოლოგიური დაავადება ჰქონდა და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყოს.
„კლინიკაში ამჟამად 67 პაციენტი იმყოფება, აქედან 50 კორონავირუსითაა ინფიცირებული, დღეს დაგვემატა 2 პაციენტი. ახალი პაციენტები სხვადასხვა რეგიონიდან არიან გადმოყვანილი. გვყავს 4 გამოჯანმრთელებული პაციენტი, 3 დღეს დატოვებს კლინიკას. ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო მძიმე, მას ჰქონდა ონკოჰემატოლოგიური დაავადება, მისი მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე და ის გამოჯანმრთელდა“, - აღნიშნა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.
მასალის გამოყენების პირობები






