პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლებს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდათ და არც ერთ მათგანს კოვიდინფექცია არ დაუდასტურდა.
კლინიკის საუნივერსიტეტო დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კლინიკას ახალი პაციენტები არ მიუღია.
„გუშინ ჩვენი კლინიკის თანამშრომლებზე, რომლებსაც გეგმურად ეკუთნოდათ, ჩატარდა მასიური ტესტირება პისიარით. ძალიან გვიხარია, რომ არც ერთი შემთხვევა არ არის დადებითი და ყველა უარყოფითია....რეანიმაციაში გვყავს რვა პაციენტი, ყველას მდგომარეობა ამ ეტაპზე უარყოფითი კლინიკის გარეშეა. გვყავდა პაციენტი, რომელიც იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. ამ ეტაპზე რჩება მართვით სუნთქვაზე, მაგრამ ჰემოდინამიკას ინარჩუნებს. კლინიკურ-ლაბორატრული მარკერები რადგან გაუმჯობესდა, იმედია, გაუმჯობესდება მისი ვიტალური პარამეტრებიც. რაც შეეხება დანარჩენი პაციენტების მდგომარეობას, ისინი იმყოფებიან განყოფილებებში, არც ერთ მათგანთან ამ ეტაპამდე არ ვლინდება გართულება, დღის მეორე ნახევარში ლუგარიდან პასუხებს ველოდებით“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






