მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო საყოველთაო კარანტინშია მოქცეული, კორონავირუსი გავრცელება და დაავადებით დაღუპულთა რაოდენობა ყოველდღიურად მასშტაბურად იმატებს. უკანასკნელი მონაცემებით ირკვევა, რომ სულ 3 066 417 შემთხვევაა ინფიცირების, რომელთაგან 211 663 ფატალური აღმოჩნდა.
923 448 ადამიანმა უკვე დაამარცხა კოვიდ 19, თუმცა თითქმის 2 მილიონი ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება. 56 000-ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, რომელთა უმრავლეს ნაწილს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება ომრხრივი პნეუმონიის შედეგად სუნთქვის პრობლემების გამო.
ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დრომდე რჩება ამერიკის შეერთბულ შტატებში, სადაც საავადმყოფოებში ჯერ კიდევ რჩება 800 000-ზე მეტი პაციენტი. საერთო ჯამში გარდაცვლილთა რაოდენობა 56 000-ს სცდება. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელები აღნიშნავენ, რომ ყველაზე პოზიტიური პროგნოზის შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ფატალური შემთხვევების რიცხვი 75 000-ს ასცდება. ამერიკაში კორონავირუსი ყველაზე მეტმა პაციენტმა, 140 000-მდე მათგანმა უკვე დაამარცხა.
მედიცინის მუშაკები და გავლენიანი მედიკოსთა ასოციაციები მოუწოდებენ დონალდ ტრამპს, შეიკავოს თავი შტატებში დაჩქარებული წესებით საკარანტინო შეზღუდვების მოხსნისგან, რადგან მოცემული მდგომარეობით, ჯერ კიდევ არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ვირუსი დამარცხებულია და არ ექნება ადგილი მასშტაბურ და კოლოსალური რაოდენობით ინფექციის გავრცელებას, რომლის ფონზეც ჭარბი პაციენტების რაოდენობის გამო ჯანდაცვის უწყებას კოლაფსი ემუქრება.
მასალის გამოყენების პირობები






