დონალდ ტრამპა პრესკონფერენციაზე ისევ ახსენა ჩინეთი და კომუნისტური მთავრობის მიერ მსოფლიოსთვის დამალული უდიდესი საფრთხე კორონავირუსის სახით. მისი თქმით, ჩინეთს შეეძლო ახალი კორონავირუსის გავრცელება შეეჩერებინა იქამდე სანამ დაავადება მთელ მსოფლიოს მოედებოდა. პრეზიდენტი ამ საკითხის გარშემო აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია სერიოზულ გამოძიებას აწარმოებს იმაზე თუ რა მოხდა.
„ჩვენ მნიშნველოვან გამოძიებას ვაწარმოებთ. არ ვართ ბედნიერები ჩინეთთან დაკავშირებით- ძალზე ბევრი გზა და საშუალება არსებობს,რის გამოც მათ პასუხისმგებლობა შესაძლოა, დაეკისროს“- განაცხადა ტრამპმა.
„ჩვენ გვჯერა, რომ დაავადების გავრცელების შეჩერება შეიძლებოდა ძალზე სწრაფადვე, რომლის შემდეგაც იგი არ გავრცელდებოდა მთელ მსოფლიოში“.
გასულ კვირას ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ ჩინეთმა თავიდანვე დამალა ინფორმაცია და არ გაუმხილა მსოფლიოს თუ რაოდენ სახიფათო დაავადება იყო კორონავირუსი, რომელიც რესპირატორულ ავადმყოფობას იწვევს.
შეგახსენებთ, რომ აშშ კორონავირუსის გავრცელების მხრივ მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს დღეს მსოფლიოში, სადაც კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, რომელთაგან 57 000-მდე შემთხვევა ფატალური აღმოჩნდა.
მასალის გამოყენების პირობები






