"უკვე დავიწყეთ მუშაობა განათლების სამინისტროსთან" - როგორ მიმდინარეობს მზადება ეროვნული გამოცდებისთვის
COVID-19 - 20:31, 27 Apr, 2020     787

უკვე დავიწყეთ მუშაობა განათლების სამინისტროსთან. გვაქვს მსჯელობა, რა აჯობებს, როგორ იქნება უფრო უსაფრთხო, როგორ იქნებიან უფრო მეტად დაცული ის ადამიანები, ვინც მივლენ გამოცდის ჩასაბარებლად - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპრატამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
ზახაშვილის თქმით, აბიტურიენტებს კორონავირუსის პირობებში მოუწევთ ეროვნულ გამოცდებზე გასვლა, მაგრამ რა თქმა უნდა, მიღებული იქნება შესაბამისი ადეკვატური ზომები ინფექციის გავრცელების თავიდან ასარიდებლად.

„უკვე დავიწყეთ მუშაობა განათლების სამინისტროსთან. გვაქვს მსჯელობა, რა აჯობებს, როგორ იქნება უფრო უსაფრთხო, როგორ იქნებიან უფრო მეტად დაცული ის ადამიანები, ვინც მივლენ გამოცდის ჩასაბარებლად.

მართლაც, აბიტურიენტებს მას მერე, რაც კოვიდის გავრცელება დაიწყო მსოფლიოში, რაც პანდემია ჩამოყალიბდა, უჩვეულო გარემოში მოუწიათ სწავლა, მზადება ეროვნული გამოცდებისთვის. უჩვეულო გარემოში მოუწევთ უმრავლეს მათგანს სკოლის დამთავრება, ბოლო ზარის ზეიმის თუ დღესასწაულის აღნიშვნა, შესაძლოა ისე ფართოდ და ისე მასშტაბურად არა, როგორც სხვა წლებში იყო. თითოეულ მათგანს ვუსურვებ წარმატებას გამოცდებზე, ვუსურვებ, მიიღონ ის სასურველი შედეგი გამოცდებზე, რასაც ელიან და რასაც იმსახურებენ.

ჩვენ ყველანაირ ღონისძიებას დავსახავთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ ის სამსაათიანი, ოთხსაათიანი გამოცდა, რომელზეც უწევთ აბიტურიენტებს მუშაობა, იყოს მათი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო. შემუშავებული იქნება ადეკვატური რეკომენდაციები“,- განაცხადა ზახაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42