თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკიდან ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, კლინიკიდან ერთი ადამიანი გაეწერება, 30-ის ანალიზის პასუხს კი ელოდებიან
„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 110 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 87. გუშინ მხოლოდ და მხოლოდ ჩატარდა 1 ტესტირება იმიტომ, რომ გასული იყო 14 დღე, მივიღეთ უარყოფითი პასუხი და პაციენტი ეწერება კლინიკიდან. დღეს გაგზავნილი გვაქვს 30 პირველადი ტესტი ლუგარის ლაბორატორიაში და ვნახოთ რა შედეგებს მივიღებთ. რაც შეეხება რეანიმაციულ პაციენტებს, იცით, რომ გვყავს 7. აქედან 6 -ის მდგომარეობა მკეთრად გაუმჯობესებულია, მხოლოდ და მხოლოდ ერთის მდგომარეობა რჩება მძიმედ, მაგრამ ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც აგრძელებენ მკურნალობას სხვადასხვა განყოფილებებში, ამ ეტაპამდე სტაბილურია,“- განაცხადა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






