ზიარების კოვზით არავინ დაინფიცირებულა - მეუფე იოანე გამრეკელი პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე
COVID-19 - 19:12, 26 Apr, 2020     598

ქუთათელ-გაენათელი მიტროპლიტი მეუფე იოანე გამრეკელი, პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება.

საუბარია გიორგი გახარიას განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ საერთო კოვზით ზიარება კორონავირუსით ინფიცირების საფრთხეს შეიცავს.

მისი თქმით, არ იცის, პრემიერმა ეს განცხადება რატომ გააკეთა, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, რომ ზიარების კოვზით არავინ დაინფიცირებულა.

,,განსაცდელია ჩვენი ცხოვრება, განსაცდელს ხან ვხედავთ, ხან-ვერა. ქრისტიანი ხედავს განსაცდელს, მაგრამ სასოწარკვეთილებაში არ არის, არაა მარტო და არ ეშინია. იმაზე მეტ სიმძიმეს არ დაადებს უფალი, რისი ტვირთვაც არ შეუძლია. ყველა თავის სიტყვაზე აგებს პასუხს, პრემიერის მაგივრად ვერ გეტყვით, რასაც ამბობს, თვითონ იცის, მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ამ კოვზით არავინ დაინფიცირებულა...როგორც თქვეს თბილისში ავად გახდაო, მაგრამ სინტერესოა, რისგან გახდა ავად? თუ ტაძარში, მაშინ ტაძარში გავრცელდებოდა. ტაძარში არც მოძღვრებს, მსახურებს და არც მრევლს არ გადადებია. ე.ი გარედან მიიღო ეს, მაგრამ ვერ გადასცა ვერავის, არც იფიქრა მან რომ გადაეცა. არ გავრცელდა, უფალმა დაიცვა ყველანი. აბსოლუტური ამ ქვეყანაზე მარტო ღმერთია, დაცული არავინ არის. საუკუნეების მანძილზე არაერთი ჭირი ყოფილა, ევროპაში და საქართველოშიც და ვერ ვიტყვით, რომ იქ ყველა იყო დაცული. კი, რაღაც ეტაპამდე გიცავს, მაგრამ სიამაყეში რომ არ ჩავარდე, შენ შეიძლება ავად გახდე. თავდამბლობისთვის შეიძლება მოხდეს. ადამიანები ვართ და შეიძლება ყველას დაემართოს, მაგრამ იმის შიშით, რომ რაიმე არ დამემართოს, აი, მაშინ დაგემართება. შიშით იმუნური სისტემა ქვეითდება, სიხარულით ძლიერდება, გაძლიერდით სიხარულით“, - განაცხადა მეუფემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42