დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსზე ტესტირება ისე ჩატარდება, როგორც ამას გადაწყვეტს ის გუნდი, რომელიც მართავს სიტუაციას.
მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით ყველა სამედიცინო დაწესებულებაში ხდება "ყველა პაციენტის ტესტირება, რომელიც არის სიცხიანი და რომელიც არის პნევმონიიანი".
„ნახეთ, რამდენი პროცენტით არის მოსახლეობის მოცული, მასობრივ ტესტირებას რომ უწოდებენ, გინდა, იყოს ისლანდია და გინდა იყოს გრელანდია. აღარაფერს ვლაპარაკობ ევროპისა და შეერთებული შტატების შესახებ, სადაც არათუ მსუბუქ პაციენტებს, არამედ საავადმყოფოში არის დაყოფილი კატეგორიებად, ვის უტარდება ტესტირება. ჩვენი ქვეყნის რესურსების, ტესტების ხარისხის და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ტესტები ჩატარდება ისე, როგორც ამას გადაწყვეტს ქვეყანაში ის გუნდი, რომელის მართავს სიტუაციას. ყველაფერი გაკეთდება ისევ და ისევ ყველა პირობის გათვალისწინებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






