ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაის პროგნოზით, ვ პიკის მომენტში ქვეყანაში ათასზე მეტი ინფიცირების შემთხვევა არ იქნება დადასტურებული.
როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა „ჯანმრთელობის ფორმულას“ ეთერში განაცხადა, აპრილის ბოლოს ინფექციონისტები კორონავირუსის გავრცელების პიკს ელოდებიან, ხოლო შემდეგ ორკვირიან პლატოს, რის შემდეგაც დაიწყება ინფიცირებულთა კლება.
„ჩვენ ვამბობდით, რომ 2-3 კვირაში იქნებოდა პიკი. ეს მართლდება, პიკს მოველით თვის ბოლოს. შემდეგ ველოდებით პლატოს, ორკვირიანი ალბათ და მერე წავა დაღმავალი გზით, რამდენი იქნება პიკის მომენტში - ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ ჩემი აზრით, ამ ტემპებიდან გამომდინარე, არ იქნება დრამატული მომატება, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ათას შემთხვევას არ უნდა გადასცდეს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






