ტესტები, რომლითაც ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყანაში ახალი კორონავირუსის ეპიდემიას ებრძვის, საეჭვო ხარისხისაა. ამ ვარაუდის გამოთქმის საფუძველს იძლევა გენეტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის სკანდალური სატელეფონო ჩანაწერი, რომელიც მან სოციალურ ქსელში გაავრცელა.
გიორგი ჩალაძესთან სატელეფონო საუბარში რეფერალური ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორი ირაკლი გიგოხია ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაკეტბულ ანალიზებს არ ენდობა, რადგან ტესტები ცდომილებას აჩვენებს, რაც საეჭვო სახის მასალებს უნდა უკავშირდებოდეს.
როგორც ჩანაწერიდან ირკვევა მედიკოსები საქართველოში არსებული PCR ტესტების სანდოობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.
"ბანძი ტესტები შემოყარეს, არაადეკვატური პასუხები მოდის" - აცხადებს ჩანაწერის თანახმად გოგოხია.
არსებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ რეფერალურ ჰოსპიტალიში კორონავირუსის სიმპტომებით მამაკაცი მოათავსეს, მას COVID 19-ზე ტესტირება სახელმწიფოს მიერ ჩამოტანილი ტესტებით რამდენჯერმე ჩაუტარეს, პასუხი უარყოფითი იყო, თუმცა პაციენტს საეჭვო სიმპტონები მაინც აღენიშნებოდა. ამის შემდეგ რეფერალურ ჰოსპიტალის ექიმებმა დახმარება სთხოვეს გენეტიკის ლაბორატორიას, სადაც პაციენტის ანალიზის პასუხი დადებითი აღმოჩნდა, ანუ მას ახალიკორონავირუსი დაუდასტურდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, საბოლოო ჯამში რეფერალურმა საავადმყოფომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ტესტის პასუხი ნამდვილად იყო დადებითი, თუმცა იქვე ამბიობენ, რომ სახელმწიფოს მიერ შემოტანილ ტესტებს არანაირი პრობლემა არ აქვს.
"ნიუპოსტი" რეფერალურ ჰოსპიტალიში დაკავშირებას ცდილობს და მათ კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები






