მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არ არსებობს რაიმე სამხილი იმასთან დაკავშირებით რომ კოვიდ 19-ისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანს ხელახალი ინფიცირებისგან გამომუშავებული აქვს ორგანიზმში ანტისხეულები და დაავადებისგან თავდაცვითი უნარი გააჩნია.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ამ განცხადებით ის სახელმწიფოები და მათი მთავრობები გააფრთხილა, რომლებიც კორონავირუსისგან განკურნებული ადამიანებისთვის იმუნიტეტის დამადასტურებული პასპორტებისა და დაინფიცირების რისკისგან განთავისუფლების სერტიფიკატებს გასცემენ.
უწყების ინფორმაციით, პრაქტიკული მონაცემები იძლევა იმის საფუძველს რომ ვირუსის გავრცელების რისკი უფო გაიზარდოს იმ ადამიანების უყურადღბობის გამო, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ კოვიდ 19-ისგან, მაგრამ უკვე აღარ იცავენ იმ სტანდარტულ უსაფრთხოების ზომებს რაც ვირუსთან დაკავშირებით გაცემულია ჯანდაცვის ავტორიტეტულ ორგანოთა მიერ.
სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კოვიდ 19-ისგან განკურნებულად მიჩნეულ 100-მდე პაციენტს გამოკვლევების შემდეგ ინფექცია ისევ აღმოაჩნდა. ჯანდაცვის ავტორიტეტული უწყებები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ეს არა განმეორებითი დაინფიცირება, არამედ ვირუსის ხელახალი გააქტიურება იყოს.
მასალის გამოყენების პირობები






