ამერიკის შტატებში კორონავირუსის შეზღუდვების მიუხედავად რესტორნები, სილამაზის სალონები და საცალო ვაჭრობის მაღაზიები იხსნება
მსოფლიო - 13:46, 25 Apr, 2020     975

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ამერიკაში 52 000- ს გასცდა, ზოგიერთი შტატის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მოხსნას. კოვიდ 19-ის ინფექციით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის გამო ჯორჯიის, ოკლაჰომას და ალასკის შტატებმა უკვე დაიწყეს კარანტინის ფარგლებში დაწესებული საიზოლაციო პოლიტიკის შემსუბუქება.

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც ჯორჯიასა და ოკლაჰომაში გუბერნატორები არიან, გასცეს ნებართვა გაიხსნას სილამაზის სალონები, სპა ცენტრები და სხვადასხვა სახის მაღაზიები. ალასკის ადგილობრივი მთავრობის განკარგულებით აგრეთვე დასაშვებია რესტორნებისა და საცალო ვაჭრობის მაღაზიების ფუნქციონირების აღდგენა.

წინა კვირას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობა ეტაპობრივად აღდგება და კარანტინი მოიხსნება, თუმცა აღნიშნულ შეთავაზებას მკაცრად უპირისპირდებიან დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელები და სამედიცინო მუშაკები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა ვირუსის გავრცელება უკონტროლო გახადოს და სიკვდილიანობის რაოდენობა მასშტაბურად გაზარდოს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა უკვე 925 758-ია, რომელთაგან 52 217 მათგანი სასიკვდილო აღმოჩნდა. აშშ-ში აგრეთვე ამ დროისთვის ყველაზე მეტი გამოჯანმრთელებული ადამიანია - 110 432 პაციენტი განკურნეს დაავადებისგან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42