ბელგიაში, ანტვერპენის პორტში, პოლიციელებმა 200 მილიონი ევროს ღირებულების ოთხი ათასი კილოგრამი კოკაინი ამოიღეს. აღნიშნული აკრძალული ტვირთი კონტეინერში თევზებთან ერთად აღმოაჩინეს.
სამართლდამცავების მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად აღნიშნულ ფაქტზე 14 ადმაიანია დაკავებული. რამდენიმე მათგანის აყვანა უშუალოდ ნარკოტიკულ ნივთიერებათა საწყობში მოხდა. სპეცრაზმელთა რეიდების შედეგად რამდენიმე კანონდამრღვევი საცხოვრებელი სახლებიდან აიყვანეს. კოკაინის აღმოჩენის ადგილას აგრეთვე ამოიღეს კალაშნიკოვის რამდენიმე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
ბელგიური და ნიდერლანდური მედიის ცნობით, მხოლოდ 2019 წელს ანტვერპენის პორტში დიდი რაოდენობით კოკაინის დაკავება მოხდა, რომლებიც ევროპული ბაზრისთვის იყო განკუთვნილი. სულ პოლიციელებმა 77 ტონა ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღეს.
მასალის გამოყენების პირობები






