რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღის ბოლომდე შესაძლოა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების მეორე შემთხვევა დაფიქსირდეს.
საავადმყოფოს გენერალური დირექტორი დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ
მათ კლინიკაში მოთავსებული პაციენტები გამოჯანმრთელების გზას დაადგნენ.
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 63 პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. აქედან 39-ს დადასტურებული აქვს კოვიდ-ინფექცია. გუშინდლამდე 40 პაციენტი გვყავდა, გუშინ 1 პაცინეტი გავუშვით სახლში გაჯანმრთელებული. ძალიან გაგვიხარდა ყველას ეს ამბავი. დღეს რეტესტირებას ჩავუტარებთ კიდევ ერთ პაციენტებს და თუ ისევ ნეგატიურ პასუხს მივიღებთ, მასაც გავუშვებთ სახლში. ასე რომ, ნელ-ნელა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტები დაადგნენ გამოჯანმრთელების გზას, რაც ყველა ჩვენგანს ძალიან ახარებს“, - განაცხადა გოფოძემ.
მასალის გამოყენების პირობები






