პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანი აცხადებს, რომ დღეს კლინიკა შესაძლოა 16-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვოს.
როგორც ლევან რატიანმა განაცხადა, ამ ეტაპზე კლინიკაში 112 პაციენტია, აქედან რეანიმაციულ განყოფილებაში რვა პაციენტი რჩება.
„დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილური. 44 პაციენტი გყავს ინფიცირებული მწვავე პნევმონიით, მაგრამ უარყოფითი დინამიკის გარეშე. გუშინ მივიღეთ შვიდი ახალი პაციენტი, რომლებთანაც ამ ეტაპამდე არ დასტურდება არანაირი გართულება. რაც შეეხება გაგზავნილი პასუხებიდან, ყველა მივიღეთ უარყოფითი. ამ ეტაპზე უკვე მიდის ხუთი პაციენტი ვრისუსის გარეშე, ველოდებით 11 პაციენტის ანალიზს. იმედი გვაქვს, რომ 11-ვე იქნება უარყოფითი და დღის განმავლობაში 16 პაციენტი დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






