ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 4 ახალი პაციენტი დაემატა. ისინი საავადმყოფოში ბოლნისიდან შეიყვანეს. კლინიკაში გუშინ შეყვანილი ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა
კლინკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, ოთხივე მათგანი ერთი ოჯახის წევრი ან ოჯახის ახლობელია.
სოლოღაშვილის ინფორმაციით, ბოჭორიშვილის კლინიკაში, ბოქსირებულ სექტორში არის 48 პაციენტი, აქედან კოვიდ 19 დადასტურებული აქვს 26 პაციენტს.
"4 პაციენტი გვყავს ახალი. გუშინ ოთხივე პაციენტი უკვე დადასტურებული დიაგნოზით იქნა გადმოყვანილი. აქედან ერთია 80 წელზე უფროსი ასაკობრივი ჯგუფის, ერთია 18 წლამდე ასაკის, ხოლო ორი პაციენტი არ მიეკუთვნება რისკის ჯგუფს. ოთხივე პაციენტი არის ერთი ოჯახი და ოჯახის ახლობლები. ისინი გადმოყვანილი არიან ბოლნისიდან,“ - განაცხადა სოლოღაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში 18 წლამდე ასაკის სულ 7 პაციენტი მკურნალობს.
„18 წლამდე ასაკის პაციენტი გახდა სულ 7. კლინიკაში სულ სამი საყურადღებო პაციენტია, ხოლო ერთის მდგომარეობა, რომელიც გუშინ ბოლნისიდან შემოიყვანეს, მძიმეა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ - აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები






