კამპანია #ძალაჩვენშია იწყება!
საზოგადოება - 17:36, 23 Apr, 2020     719
2020 წლის არჩევნებში მოხალისეები საქართველოდან რუსული დეზინფორმაციული და პროპაგანდისტული კამპანიების გამოვლენას, მხილებას და ქართულ საზოგადოებაზე მათი გავლენის მაქსიმალურ მინიმალიზებას შეეცდებიან. ამ მიზნით „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონი“ კამპანიას #ძალაჩვენია იწყებს. აღნიშნული პლატფორმა საქართველოში 2018 წელს შეიქმნა და მას შემდეგ და თავის გარშემო ათასობით ადამიანი გააერთიანა.


„იმასაც, რასაც დღეს ვებრძვით არის შედეგი ჩვენი პასიურობისა წარსულში. ყველა ტყუილი, რომელიც ითქვა წლების წინ და რიგი მიზეზების გამო უპასუხოდ დარჩა, დღეს ყველაფერი ნახევარ სიმართლედ მოგვევლინა ჩვენი მოქალაქეების დიდი ნაწილისთის. ვიღაცას სასაცილოდ არ ეყო, ვიღაცამ იუკადრისა, ვიღაცამ სხვის იმედად დატოვა და საბოლო ჯამში, მოვედით იქ სადაც მოვედით. დღეს ჩვენს ქვეყანაში სჯერათ ისეთი აბსურდული კონსტრუქციების, როგორებიცაა - რუსეთის გაღიზიანების მიზეზი ნატოში გაწევრიანების სურვილია და არავინ იტყვის,რ ომ 1992-93 წლებში არც ნატო იყო და არც ევროკავშირი საქართველოს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. დღეს, სჯერათ ტყუილის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქართველების ეროვნულ იდენტობას უქმნის საფრთხეს და არავინ ეტყვის ამ ხალხს, რომ ათზე მეტი ეთნიკური ჯგუფი გაქრა რუსეთის იმპერიის დროს. ამიტომ, წელს, განსაკუთრებულად ვეცდებით, რომ არ დავტოვოთ თავისუფალი სივრცე რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციისთვის. ჩვენი საბოლოო მიზანია, რომ საარჩევნო ყუთთან მისულმა ადამიანებმა ყალბი ინფორმაციებისგან, სტერეოტიპებისგან, შიშებსა და ფობიებისგან, პრორუსული გზავნილებისგან თავისუფალი არჩევანი გააკეთონ და ამით გზა გაუხსნან თავიანთ და თავიანთი შვილების ნათელ მომავალს“ - ამბობს, გიორგი მოლოდინი, რომელიც სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი-საქართველოს დამფუძნებელია. ეს ორგანიზაცია, თავის მხრივ, საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის პროექტის ავტორია. მოლოდინის თქმით ეს არის საქმე, რომელიც ყველას შეუძლია აკეთოს სახლიდან გაუსვლელად და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. ამბობს, რომ ხშირად, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის სიმართლის ეფექტიანი დაცვა მხოლოდ „ლეგიონის“ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გადაზიარებასაც კი გულისხმობს. მისი თქმით, ლეგიონის აქტიური წევრები, წელს, განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ და დაეხმარებიან დასავლური ღირებულებების მქონე მედიასაშუალებებს, ტროლებთან ბრძოლაში.

„ლეგიონის“ გამოცდილი და აქტიური მოხალისეები თანამოქალაქეებს გააქტიურებისა და მობილიზებისკენ მოუწოდებენ. მათი თქმის ეს ყველაზე რთული წელი იქნება, რადგან არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საოკუპაციოა ძალა საარჩევნო პროცესებში ჩარევას აუცილებლად ეცდება. „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ მოხალისეობისთვის საჭიროა ფეისბუქში მოძებნოთ გვერდი https://www.facebook.com/InfoArmy.ge/ , მოგვწეროთ ან მოიწონოთ ჩვენი გვერდი. ამის შემდეგ, მოხალისეები ერთად გაავრცელებენ სიმართლეს, ერთად აღმოაჩენენ დეზინფორმაციას და ერთად ამხელენ მტრულ პროპაგანდას. ორი წლის მანძილზე „ლეგიონში“ გაწევრიანებული მოხალიისების არაერთი წარმატების ისტორია არსებობს. როგორც ისინი აცხადებენ, წელს, კიდევ უფრო დიდი წარმატებებისთვის ემზადებიან. გიორგი მოლოდინის თქმით დაგვჭირდება ადამიანი სხვადასხვა დეფიციტური ცოდნითა და გამოცდილებით. ასევე, უცხო ენების მცოდნეები, სოციალური მედიის მენეჯერები და ანალიტიკოსები, გრაფიკული-დიზაინრები, ვიდეო-მონტაჟის სპეციალისტები. გარკვეული ადამიანური რესურსი უკვე დაგვიგროვდა, მაგრამ გამოწვევების მაშტაბიდან გამომდინარე, ასევე, აქტიური თავდაცვის სპეციფიკის გათვალისწინებით, დამატებითი რესურსები აუცილებლად დაგვჭირდება.

გაცნობებთ, რომ თავდაპირველად „საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის“ იდეის საქართველოში განხორციელება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით გახდა შესაძლებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42