"ამერიკული სამხედრო ხომალდები განადგურდებიან, თუ ისინი სპარსეთის ყურეში ირანის ინტერესებს საფრთხეს შეუქმნიან "- ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი
მსოფლიო - 16:48, 23 Apr, 2020     1222

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ირანი გაანადგურებს ამერიკულ საბრძოლო ხომალდებს, თუ ქვეყნის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ დადგება სპარსეთის ყურეში. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS-ი ავრცელებს.

„მე ვუბრძანე ჩვენს საზღვაო ძალებს, გაანადგუროს ნებისმიერი ამერიკული ტერორისტული ძალზა, რომელიც სპარსეთის ყურეში ირანის სამხედრო და არასამხედრო გემებს საფრთხეს შეუქმნის“- ამის შესახებ განაცხადა ირანის რევოლუციის დამცველთა კორპუსის მთავარმა სამხედრო გენერალმა, ჰოსეინ სალამიმ - „ სპარსეთის ყურის უსაფრთხოება არის ირანის სტრატეგიული პრიორიტეტების ნაწილი“.

„მე ვეუბნები ამერიკელებს, რომ ჩვენ აბსოლუტურად გაბედულები და სერიოზულები ვართ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების, საზღვაო საზღვრების, უსაფრთხოების ძალების დაცვაში და აუცილებლად გადამწყვეტად და აგრესიულად ვუპასუხებთ დივერსიის ნებისმიერ მცდელობას“- აღნიშნა სალამიმ.

ირანის სამხედრო მაღალჩინოსანთა აღნიშნული განცხადება არის პასუხი ტრამპის მიერ სამხედრო ძალებისთვის გაცემულ ბრძანებაზე, სადაც პრეზიდენტმა აღნიშნა: „ მე ბრძანება მივეცი ამერიკულ საზღვაო ძალებს გაანადგურონ ნებისმიერი ირანული მცურავი საშუალება, რომლებიც ამერიკულ გემებს სახიფათო მანძილზე მიუახლოვდებიან და ეცდებიან ჩვენი ხომალდების შევიწროებას ზღვაში“.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება აპრილის თვეში მომხდარ ინციდენტს, როდესაც სპარსეთის ყურეში ამერიკულ ხომალდს 11 ირანული სამხედრო კატარღა მიუახლოვდა სახიფათო დისტანციაზე და აფერხებდა ამერიკელთა გადაადგილებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42