პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 90 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.
ლევან რატიანის განცხადებით, რვა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, მათგან შვიდი მართვით სუნთქვაზეა.
თუმცა, რატიანის განმარტებით, ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობის სიმძიმე ამ ეტაპზე კორონავირუსით არ არის განპირობებული, ვინაიდან ორჯერადი ტესტის მეშვეობით მას კოვიდინფექცია არ უდასტურდება.
„რეანიმაციაში გვყავს რვა პაციენტი, შვიდი პამისივე თქმით, რეანიმაციულ განყოფილებაში 8 პაციენტიდან შვიდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. განსაკუთრებულად მძიმეა ერთი პაციენტის მგომარეობა, თუმცა იგი კორონავირუსით ინფიცირებული არ არის.
„ერთი პაციენტი, რომელიც 67 წლის მამაკაცია, კლინიკში დაახლოებით 20 დღის წინ შემოვიდა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მისი მდგომარეობის სიმძიმე ამ ეტაპზე გამოწვეულია კოვიდინფიცირების გარეშე მიმდინარე პოლიორგანული უკნარისობით. ორჯერ ჩატარებული კვლევით ლუგარის ლაბორატორიამ გვიჩვენა, რომ ამ პაციენტთან არ დასტურდება კოვიდინფექცია. შემიძლია გითხრათ, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ამ პაციენტს კოვიდინფექცია არ აქვს. მისი მდგომარეობის დამძიმების მიზეზი ფილტვ-გულის ქრონიკული უკმერისობა, ასევე ამ ეტაპზე სახეზეა მძიმე სეფსისი, სეპტიური შოკი, ფილტვის მწვავე დაზიანების სინდრონი, თირკმლის მწვავე უკმარისობა. პაციენტს უტარდება ყველა საჭირო მკურნალობა, ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ. დანარჩენი სამი პაციენტი ასევე არის მძიმე, მაგრამ ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებულია. ასევე, პაციენტებთან, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან, ბოლო 24 საათის განმავლობაში დადებითი კლინიკური სურათი გვაქვს. ეტაპობრივად ხორციელდება ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია“, - განაცხადა რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






